გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია რურუაზე: ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს

3-07-2020

სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, რურუას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

„ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, ეს ხომ პროცესია, მერე ვისაუბროთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031