გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ სახელოვნებო (სამუსიკო) სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

3-07-2020

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა არჩილ გიგოლაშვილმა ქალაქის სახელოვნებო (სამუსიკო) სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.


პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 555 291 ლარია კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეიდან ფინანსდება. სამუშაოებს შპს „აგრომშენსერვისი“ აწარმოებს.


სახელოვნებო სკოლა კასპში 1961 წელს გაიხსნა   და ასეთი მასშტაბური სამუშაოები დღემდე არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ სკოლის 355 მოსწავლეს და 18 პედაგოგს სასწავლო პირობები გაუუმჯობესდებათ. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930