გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: აბიტურიენტებს წარმატებებს ვუსურვებ

6-07-2020

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძემ აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში, წარმატებები უსურვა.

"აბიტურიენტებს წარმატებებს ვუსურვებ

დღეიდან, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები ერთიან ეროვნულ გამოცდებს შეცვლილი წესებით აბარებენ.

მსურს, ჩემი საუკეთესო სურვილები გადავცე თითოეულ მათგანს, მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარმატება ვუსურვო!

ყოველთვის განსაკუთრებულია ჩემთვის თქვენთან შეხვედრა, რეგიონის განვითარების შესახებ თქვენი ხედვის გაზიარება, მჯერა რომ შემდგომში საკუთარ პროფესიას მხარის განვითარებას მოახმართ, დარწმუნებული ვარ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართმევთ თავს.

მჯერა თქვენი წარმატების, როგორც ყოველთვის, წელსაც საუკეთესო შედეგებს ერთად ვიზეიმებთ, 
კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ!", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31