გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, წლის ბოლომდე დაახლოებით 50 ათასი ტურისტი შემოვა

6-07-2020

ყველაზე ოპტიმისტური შედეგით, ქვეყანაში სავარაუდოდ წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტი შემოვა. არა ივლის-აგვისტოში, არამედ წლის ბოლომდე ეს არის მაქსიმუმი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ციფრი აჩვენებს, რომ 2020 წელს ტურისტების მიღების პოტენციალი დაბალია. „უნდა ავიღოთ ციფრები და ვნახოთ რა არის ის პოტენციალი, რაც შეიძლება ჩვენ წლის ბოლომდე მივიღოთ ევროპელი დამსვენებლების და მოგზაურების სახით, ეს არის საკმაოდ მცირე ციფრი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის 0,5% იმ ციფრისა, რასაც ტურიზმიდან შემომსვლელს ველოდით, აქ ისმის კითხვა, რატომაც არა, ხომ შეიძლება ესეც დაგვემატოს... მაგრამ აქ არის ერთი საკითხი ხაზგასასმელი, ის, რომ ჩვენ დღეს პრაქტიკულად covid19-ისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ. ბოლო ორი კვირის შემთხვევები პრაქტიკულად არის საზღვარზე დაფიქსირებული და ქვეყანაში შიდა გადაცემა არ არსებობს. ამ მომენტისთვის, როცა შიდა გადაცემა არ არის, პრაქტიკულად ვართ კოვიდისგან თავისუფალი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031