გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროფესიულ განათლებაში სამკერვალო წარმოების ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩაერთო

7-07-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანამშრომლობა დაიწყო კომპანია "აჭარატექსტილთან", რომელმაც მკერავ-ოპერატორის პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა და სასწავლო პროცესი დაიწყო. 

დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი კომპანია „აჭარატექსტილს“ ეწვია, კურსის მსმენელებს გაესაუბრა და უშუალოდ გაეცნო სასწავლო პროცესს. 

კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კომპანიის მენეჯმენტს კვალიფიციური კადრის მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

„აჭარატექსტილი“ სამკერვალო წარმოების ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და პირველია იმ კერძო კომპანიებიდან, რომელიც ფორმალური განათლების ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს ახორციელებს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს მიიღებენ. პირველ ეტაპზე, პროფესიულ მომზადებას 230 მსმენელი გაივლის, რომელთაც სწავლის დასრულების შემდეგ, კომპანია დასაქმებას სთავაზობს. 

პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა 2019 წელს შეიქმნა „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე და კერძო სექტორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამ ეტაპზე, 40-მდე იურიდიული პირი 192 პროგრამით ახორციელებს ზრდასრულთა სწავლებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930