გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა

9-07-2020

წინა კვირას, გლდანში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. გლდანში, მესამე ა მიკრორაიონში, ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი ჩავარდა.

 

მოზარდი, მრავლობითი მოტეხილობებითა და შინაგანი დაზიანებებით, თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაში” მშობლებმა საკუთარი ავტომობილით მიიყვანეს.

შემთხვევიდან მეექვსე დღეს, ცნობილი ხდება, რომ პატარა პაციენტი გონს მოვიდა.

 

ექიმების განცხადებით, მთავარი საფრთხე ჩავლილია.

 

„პრივატ კლინიკის” ექიმები მოზარდის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებენ. მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების გამო, მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან, პალატაში გუშინ გადაიყვანეს.

პრაიმტაიმი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31