გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ხაბეიშვილი ვარკეთილში სკვერის რეაბილიტაციას მოითხოვს

9-07-2020

ლევან ხაბეიშვილმა ვარკეთილის მოსახლეობასთან ერთად ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული ზონა მოინახულა, რომელის განვითარებასაც მისი თქმით, თბილისის მერია მოსახლეობას უკვე 6 წელია ჰპირდება, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. მისი თქმით, მოსახლეობა მოტყუებულია და ტერიტორია ნაგავსაყრელადაც კი არის ქცეული, ხაბეიშვილი მთავრობას მოუწოდებს სასწრაფოდ დაიწყონ სკვერის რეაბილიტაცია.

"დედაქალაქის მერს და დედაქალაქის მთავრობას მოვუწოდებთ სასწრაფოდ დაიწყოს ამ სკვერის რეაბილიტაცია. როგორც აქედან 300 მეტრში მის ნათელ-მირონს ერთ ლარად მისცა 16 მილიონი ლარის ქონება და იქ კორპუსებს ჩაარჭობენ, იმედია იგივე ზრახვები და ფიქრები არ აქვთ ამ ტერიტორიასთან. თუ სკვერის დამწყებები არ არიან, ჩვენ მინიმუმ ამ თვეების განმავლობაში არ უნდა მივცეთ ის რომ აქაურობა სამშენებლო პოლიგონად გადააქციონ," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930