გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

10-07-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, კუთვნილ საამქროში აწარმოებდა თვისობრიობა შეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს, მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილისა და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031