გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამია შსს-ში დაიბარეს

10-07-2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.

თავის მხრივ, გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივა და სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს. გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31