გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შსს-ს გამომძიებელი დააკავეს

11-07-2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გამომძიებელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და მთავარი პროკურატურის მიერ, სასამართლო განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი. 2 ივლისს მას ბრალი წარედგინა “, - განუცხადეს Imedinews-ს პროკურატურაში.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31