გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუხიანში აფეთქებას 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

12-07-2020

აფეთქებას თბილისში 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მუხიანის დასახლებაში ერთსართულიან შენობაში მოხდა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეზობლების განცხადებით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილობრივები ორ ვერსიას განიხილავენ, გაზის გაჟონვასა და საბრძოლო ტექნიკის აფეთქებას. ჯერჯერობით ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.

სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც, თუმცა შსს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს. 

ადგილზე გვიან ღამით გამნაღმველებიც იყვნენ მისულები, თუმცა მეზობლები აღნიშნავენ, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, იპოვეს თუ არა რამე გამნაღმველებმა.

გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031