გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ბაჩუკი ქარდავა: პეტერბურგში მე, მედვედევი და პუტინი ერთ სასწავლებელში, ერთდროულად ვსწავლობდით

13-07-2020

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, რომელიც რუსეთში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მის სასწავლებელში მისი სტუდენტობის დროს სწავლობდნენ.


ამის შესახებ ბაჩუკი ქარდავამ გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ პუტინთან და მედვედევთან არასოდეს უმეგობრია.


"მე რომ პირველ კურსზე ჩავირიცხე, იმავე ინსტიტუტში მედვედევი მეხუთე კურსის სტუდენტი იყო, პუტინი კი ასპირანტი. მათთან არასოდეს მიმეგობრია.


საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდი და საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდი. პეტერბურგშიც ქართველებთან ერთად საკმაოდ ვაქტიურობდი და ვცდილობდი, ჩემი საქმიანობა უნივერსიტეტში არ გაეგოთ, რომ არ გამოვერიცხე"-განაცხადა ქარდავამ.



p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031