გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გამყრელიძე: ქვეყანა იხსნება, დიდხანს ჩაკეტილი ვერ ვიქნებით

13-07-2020

„კარგია, რომ ქვეყანა თანდათან იხსნება. დიდხანს ჩაკეტილი ვერ ვიქნებით“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკა და ავია მიმოსვლა ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა აღდგეს.

„კარგია, რომ ჩარტერულის გარდა, რეგულარული ფრენებიც იქნება. ნებისმიერი შემსუბუქება დაკავშირებულია მომატებულ რისკებთან, მაგრამ ეს რისკები ჩვენ უნდა ვმართოთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031