გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ში 17 წლის განმავლობაში პირველად ფედერალური პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

14-07-2020

აშშ-ში მკვლელობისთვის გასამართლებული დენიელ ლიუს ლი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ეს 17 წლის განმავლობაში ფედერალური პატიმრის სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევაა. განაჩენი სისრულეში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოიყვანეს.

მანამდე სიკვდილით დასჯის რამდენიმე პროცედურა გადაიდო, რადგან მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ გარკვეული ლეგალური წინააღმდეგობები არსებობს. ამასთან, სიკვდილმისჯილები ამტკიცებდნენ, რომ ინიექციით მკვლელობა „სასტიკი“ სასჯელია. თუმცა უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ პროცედურა გეგმის მიხედვით უნდა ჩატარდეს. დენიელ ლიუის ლი 1996 წელს, არკანზასში ოჯახი წამებისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს.

ახლო მომავალში აშშ-ში ფედერალურ დონეზე კიდევ 3 ადამიანს დასჯიან სიკვდილით. ყველა მათგანი ბავშვების მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31