გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა, რთველისა და თხილის სეზონზე, ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს

16-07-2020

სოფლის მეურნეობა დინამიკურად ვითარდება, სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით 70 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რთველისა და თხილის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდებათ.

„მინდა, ბატონ მინისტრს გავახსენო, რომ გვიახლოვდება რთველი და თხილის სეზონი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მოგეხსენებათ, წუხელ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031