გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გადაწყვეტილება მაშინ მახარეს, როცა არ ველოდი – კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის პირველი კომენტარი

16-07-2020

კორონავირუსითინფიცირებული აბიტურიენტი, ანა ონიანი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა სიცხე აქვს.

 

„გამოცდის შემდეგ წავედი ოჯახის ახლობელთან, სადაც დავინფიცირდი, გამოცდაზე კორონავირუსიარ მქონია. გამოცდის ჩაბარების გადაწყვეტილება მაშინ მახარეს, როცა ყველაზე მეტად არ ველოდი.

ბატონი მინისტრიც შეესწრო საუბარს და თავადაც დამელაპარაკა.

 

დღეს მთელი დღეა ვმეცადინეობ, წამოღებული მქონდა ლექსიკონები. ინგლისური, როგორც ჩემი ასაკის ბავშვების უმრავლესობისთვის, სირთულე არ არის, ამ გამოცდებზე ყველაზე ნაკლებად ვღელავდი, მაგრამ ცხადია ახლა ცოტა უფრო რთული იქნება.

 

ვიცი, რომ დამკვირვებლის თანდასწრებით ჩვეულებრივ ტესტს დავწერ. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ძალიან მადლიერი ვარ“, – აცხადებს ანა ონიანი.

 

ცნობისთვის, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების უფლება მისცეს.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აბიტურიენტს კორონავირუსიქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა.

პრაიმტაიმი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930