გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს ნიშნავს

16-07-2020

გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს ნიშნავს.

თბილისი - ბათუმი - თბილისი #808/807

გასვლა- თბილისი

ჩასვლა-ბათუმი

გამოსვლა-ბათუმი

ჩამოსვლა- თბილისი

10:30

15:30

19:05

00:10


შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031