გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილიე ნასტასემ 73 წლის ასაკში მეხუთედ იქორწინა

17-07-2020

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ილიე ნასტასე 73 წლის ასაკში მეხუთედ დაქორწინდა. ამის შესახებ Sun-ი წერს.

ვეტერანი რუმინელი სპორტსმენის რჩეული იოანა სიმიონია, რომელიც მასზე 30 წლით უმცროსია. წყვილმა ქორწილი რუმინეთში, ნასტასეს მშობლიურ ქალაქში გადაიხადა და წვეულებაზე მხოლოდ ნათესავები და მეგობრები მიიწვიეს.

ილიე ნასტასე პირველი ჩოგბურთელია, რომელიც ATP-ს კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა და ლიდერობას 40 კვირის მანძილზე ინარჩუნებდა. კარიერის განმავლობაში რუმინელმა ჩოგბურთელმა ერთხელ ამერიკის ღია პირველობა (1972) და ერთხელ როლან გაროსი (1973) მოიგო.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031