გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსთავში ორმა პირმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანა დააზიანა

4-04-2018

რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ორმა პირმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის „ფორდ ტრანზიტის" მარკის ავტომანქანა დააზიანა. 
თვითმხილველების ინფორმაციით, გამოძახებაზე მიმავალ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი წინ გადაუდგა, დააზიანა წინა საქარე მინა და ძრავის ხუფი. შემთხვევის დროს ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცებმა წინააღმდეგობა ადგილზე მისულ სამართალდამცავებსაც გაუწიეს. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ორივე პირი დაკავებულია. 

"ინტერპრესნიუსი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031