გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინდოეთში წყალდიდობას იშვიათი სახეობის 10-მდე მარტორქა ემსხვერპლა

20-07-2020

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მდებარე კაზირანგის ეროვნულ პარკში წყალდიდობას იშვიათი სახეობის სულ მცირე, რვა მარტორქა ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC წერს.

კაზირანგის პარკი გადაშენების პირას მყოფი სახეობის, ინდური მარტორქების ყველაზე დიდი პოპულაციის თავშესაფარია. აქ 2 400-მდე ინდური მარტორქა ბინადრობს. ეს ადგილი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

აღნიშნულ სახეობასთან ერთად, წყალდიდობას 100-ზე მეტი გარეული ცხოველიც ემსხვერპლა.

ასამის შტატში, ნეპალსა და ბანგლადეშში წყალდიდობის გამო უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადგილობრივს კი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031