გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და გაფართოებული ტესტირებები დაიწყება

21-07-2020

დაავადებათა ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგის ჩატარებისა მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.


"გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ დაახლოებით, 1077 ადამიანი და მათგან 24 პოზიტიური შემთხვევა გამოვლინდა, 94 ადამიანი კი კარანტინშია გადაყვანილი. მინდა აღვნიშნო, რომ კონტაქტირებულ შემთხვევათა კარანტინში გადაყვანა გართულებულია. დღეს გარდაბანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თუმცა, გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგი და ასევე, ამ რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირებები დაიწყება,"-განაცხადა გამყრელიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031