გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21-07-2020

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამოკვლეულ 129 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. PCR ტექნოლოგიით კვლევა, ასევე ჩაუტარდა აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ყველა სხვა უწყების თანამშრომელს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა (საერთო ჯამში 24 საათის განმავლობაში 313 პირის მიზნობრივი ტესტირება განხორციელდა). 

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, გლობალური პანდემიის დაძლევის მიზნით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031