გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
86 წლის შემდეგ პირველად აია-სოფიაში ღვთისმსახურება აღევლინება

24-07-2020

აია-სოფიას მეჩეთი, 86 წლის შემდეგ ღვთისმსახურებისთვის გაიხსნა. ამის შესახებ თურქული გამოცემა „ანადოლუ“ იტყობინება.

პარასკევის დღესასწაულის ღვთისმსახურება რელიგიის საქმეთა მმართველის ლოცვით გაიხსნა. ღონისძიებაში პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერი დევლეტ ბაჰსელი მონაწილეობენ.

10 ივლისს, თურქეთის სასამართლომ გააუქმა 1934 წლიეს ხელისუფლების ბრძანება, რომლის მიხედვითაც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც შესაბამის განკარგულებას ხელი ერდოღანმა მოაწერა. აია-სოფია, სტატუსის ცვლილების მიუხედავად, ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის კვლავ ღიაა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031