გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ცდილობდა მის ძმას არ გაეგო, ძალიან უფრთხილდებოდა…“ – რას უმალავდა თამარ ბაჩალიაშვილი უმცროს ძმას

25-07-2020

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა სამძიმარზე მისულ ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს ესაუბრა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, შვილს ფსიქოლოგთან მისვლა თავად შესთავაზა, თუმცა თამარს ფსიქოლოგი უკვე შერჩეული ჰყავდა და მასთან საბურთალოზე დაიწყო სიარული. ის პატიმრებთან და არასრულწლოვანებთან მუშაობდა.

„ძალიან ბევრს სწავლობდა, მეცადინეობდა, არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულით და ამ ემოციური გადაღლილობის გამო გადაწყვიტა ფსიქოლოგთან მისვლა. 

როცა პანდემიის პერიოდში ფსიქოლოგს ონლაინ ესაუბრებოდა, ცდილობდა მის ძმას არ გაეგო, რადგან ძალიან უფრთხილდებოდა“, – უთხრა ეკამიშველაძეს გარდაცვლილის დედამ.

 

თეონა თამაზაშვილმა საუბრისას ასევე გაიხსენა მისი ერთ-ერთი დაბადების დღე, როცა შვილმა სამსახურთან ახლოს სალონში წაიყვანა. დედის თხოვნაზე, შენობა მაინც ეჩვენებინა მისთვის, ახალგაზრდამ ამას თავი აარიდა და თემა შეცვალა.

პრაიმტაიმი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930