გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბერლინი-თბილისის სპეციალური რეისით საქართველოში კიდევ 137 ადამიანი დაბრუნდა

26-07-2020

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით "ბერლინი-თბილისი" სამშობლოში 137 ადამიანი დაბრუნდა.


ჩამოსულმა მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.


კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 104 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 6277 ადამიანია განთავსებული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930