გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კადიროვი მიიჩნევს, რომ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის ნობელის პრემიას იმსახურებს

27-07-2020

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი მიიჩნევს, რომ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის ნობელიას პრემიას იმსახურებს. ამის შესახებ კადიროვმა რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა.

კადიროვის თქმით, რუსეთის ფედერაციამ ტერორიზმი გაანადგურა. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არასამართლიანი უწოდა.

ცნობისთვის, 20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რამზან კადიროვის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. აკრძალვები შეეხო მისი ოჯახის წევრებსაც. შეერთებული შტატები რამზან კადიროვს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. შეერთებული შტატების საპასუხოდ კადიროვმა სახელმწიფო მდივანს სანქციები დაუწესა.

„მე გავაუქმებ მის მოწვევას და ვაცხადებ, რომ იგი შედის ყველა სანქციაში, რაც ჩვენ გვაქვს რესპუბლიკაში, მისი ყველა ანგარიშის დაბლოკვის ჩათვლით", - განაცხადა კადიროვმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031