გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

28-07-2020

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთმა აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების 38 პოზიციის მისამართით ცეცხლი გახსნა.

ინციდენტი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სომხეთთან სასაზღვრო ხაზი გადის. სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი მათ 17 პოზიციას გაუხსნა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გუშინ აზაერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე კიდევ ერთი სომეხი სამხედრო დაიღუპა. ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტი 12 ივლისს დაიწყო. 

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031