გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცემის შემდეგ ჩაახრჩვეს მდინარეში, ყველაფერი ვიცი – შაქარაშვილის ბიძა

29-07-2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი ჯერ სცემეს და მერე მდინარეში დაახრჩვეს.

 

როგორც „ტვ პირველზე“ საუბრისას ნიკოლაძემ განაცხადა, აღნიშნულია ინფორმაცია პირადი წრეებიდან მოიპოვა. ის პასუხისმგებლობას „ტოიოტას“ მგზავრებს აკისრებს.

„ჩვენ ვდავობ იმას, რომ ჯერ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ხოლო შემდეგ მდინარეში ჩაახრჩვეს​. ნაცემ ბავშვს გადააგდებ თუ არა, ხო ახრჩობ? თუ მიიყვან, თავს ჩააყოფინებ, ესეც ხო დახრჩობაა? ეს ინფორმაცია არის ჩემი პირადი წრეებიდან მოპოვებული, რომ ბავშვი ცემის შემდეგ ჩაახრჩეს, ყველაფერი ვიცი“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

 

მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ იცის ვინ შეჰყვა გიორგის მდინარეში, თუმცა ამჟამად პირების დასახელებისგან თავი შეიკავა.

 პრაიმტაიმი


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930