გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი რურუას მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ

30-07-2020

თავისუფლება გიორგი რურუას - ამ მოთხოვნით საქალაქო სასამართლოსთან ბრალდებულის მეგობრები და ახლობლები აქციას მართავენ.

გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს აქციის მონაწილეები სასამართლოსთან დაელოდებიან და როგორც აცხადებენ, თუ რურუა პატიმრობაში დარჩება, საპროტესტო აქციები პერმანენტულად ჩატარდება.

სასამართლოსთან იმყოფებიან რურუას ოჯახის წევრები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი რურუას საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს გამოაცხადებს.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031