გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ! – რა ამბავი გააჟღერა პირდაპირ ეთერში კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა

30-07-2020

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ერთ-ერთ სტადიონს, რომელიც თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს, გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა – ამის შესახებ ტარიელ ხეჩიკაშვილმა ლაშა დვალიშვილის გადაცემაში განაცხადა.

 

ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, პერმანენტულად გაიმართება გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირიც, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი მიიღებს.

 

“მისი (გიორგი შაქარაშვილის) მშობლები გაიხარებენ იმით, რომ ამ სტადიონზე მასავით პატარა ანგელოზები დაფრთიანდებიან”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

პრაიმტაიმი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031