გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
დღის ფოტო
მელა, რომელიც ვაკეში ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს იპარავდა, „დაატუსაღეს“

2-08-2020

ცხოველთა მონიტორინგის უფროსი ვახტანგ ლომჯარია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მელას ფოტოს აქვეყნებს.

 

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მელა ერთ-ერთ ოჯახიდან ფეხსაცმელსა და ჩუსტებსიპარავდა.

 

„ერთ უწყინარ და ბედნიერ ოჯახს, შუაგულ ვაკეში ეს „არამზადა” გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი.
ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა. საინტერესოა რაში გამოიყენა?“, – წერს ვახტანგ ლომჯარია.

 

 პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031