გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაჭაში, სტიქიის შედეგად გარესამყროს მოწყვეტილ სოფელში მცხოვრებ პაციენტს კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანენ

3-08-2020

რაჭაში, სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სიფელ ჭიორას მაცხოვრებელი შეუძლოდ გახდა.

მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის მიერ სოფლებში გუშინ გაგზავნილმა მედპერსონალმა.

უამინდობის გამო ვერ მოხერხდა ავადმყოფის გადმოსაყვანად სოფელ ჭიორაში ვერტმფრენის გაგზავნა.

ვინაიდან სახეზე იყო ინსულტის ნიშნები, სპეციალისტთან - ნევროპათოლოგან სატელეფონო კონსულტაციის შედეგად პაციენტს დანიშნული მედიკამენტები სოფელში მეხანძრე-მაშველებმა 9 კილომეტრამდე ტყის მასივის გავლით, ფეხით აუტანეს.

როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრავიაში აცხადებენ, შესაბამისი კლიმატური პირობებისთანავე, ვერტმფრენი დაუყოვნებლივ შეასრულებს რეისს ავადმყოფის კლინიკაში გადასაყვანად. მის მდგომარეობას ადგილზე მუდმივ მეთვალყურეობას უწევს სოფელში არსებული მედპერსონალი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930