გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოდან 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

3-08-2020

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 6 521 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (62% - 10 108 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (33% - 5 323 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (3% - 543 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, მოლდოვას, სლოვენიის, უკრაინისა და სინგაპურის რესპუბლიკებში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 22 სამაცივრო მეურნეობა.

ატმისექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031