გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რას საქმიანობენ ტარიელ ონიანის შვილები – გაჰყვა თუ არა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვაჟი მამის გზას

4-08-2020

ტარიელ ონიანი ყველაზე გავლენიანი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში იცნობენ. პოპულარობას არ უჩივის მისი ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც რუსული ელიტური წვეულებების სასურველი სტუმარია და მას კრიმინალის პრინცესასაც კი უწოდებენ რუსი ჟურნალისტები.

ბავშვობაში გვანცამ მძიმე სტრესი მიიღო. 2005 წელს რუსი მაფიოზების წინააღმდეგ, ესპანელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს.

რუსული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ესპანეთის პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა. ბი-ბი-სის ცნობით, ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 45 ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაცია ბარსელონაში, ტარიელ ონიანის კუთვნილ ვილაშიც ჩატარდა. ოპერაციის მომენტში ბინაში ქართველი ავტორიტეტი და მისი მცირეწლოვანი შვილი გვანცა იმყოფებოდნენ. ონიანის მეუღლე და უფროსი შვილი უშბა იმ დროს ესპანეთის ფარგლებს გარეთ იყვნენ.

ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ონიანი ვიღაცამ გააფრთხილა. ვილაში შევარდნილ სამართალდამცველებს ქართველი ავტორიტეტი ადგილზე აღარ დახვდათ. მან პოლიციას რამდენიმე წუთით გაასწრო.

სამაგიეროდ, იქ იყო ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო. სპეც-ოპერაციის შედეგად გვანცა დააკავეს, ონიანმა ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა, ხოლო 12 წლის გვანცა პოლიციამ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანა. ბავშვი რამდენიმე დღეში, საქართველოს კონსულის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

დისგან განსხვავებით, საზოგადოება ნაკლებად იცნობს ტარიელ ონიანის ვაჟს უშბა-ბუბა ონიანს. ბუბა 26 წლის არის და წარმატებული ბიზნესმენია. 90-2000-იან წლებში ის საფრანგეთში და ესპანეთში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, თუმცა 2006 წელს, როდესაც ტარიელ ონიანმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, მასთან ერთად რუსეთში მისი ოჯახიც წავიდა.

უშბა-ბუბამ სწავლა მოსკოვში ბრიტანულ სასწავლებელში British International School -ში განაგრძო, სადაც უმდიდრესი ოჯახის შვილები განათლებას ინგლისურ ენაზე იღებენ. სკოლის დასრულების შემდეგ, უმცროსი ონიანი ინგლისში გაემგზავრა და უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის კუთხით სწორედ ლონდონში მიიღო, სადაც Cass Business School დაამთავრა.

ბრიტანეთში მისი ბიზნესკარიერა, უმსხვილეს ფინანსურ კონგლომერატში Citigroup-ში დაიწყო, სადაც ფინანსური სპეციალისტის პოზიცია ეკავა. 2017 წელს კი საკუთარი კომპანია „OOO TD Smolneft“ დააარსა.

უშბა-ბუბა ონიანის კუთვნილი კომპანია მყარი და თხევადი აირის საბითუმო გაყიდვებით არის დაკავებული, რომლის შემოსავალმაც დაარსების პირველივე წელს 8 მილიონი დოლარი შეადგინა.
რუსული პრესის ცნობით, უშბა-ბუბა ონიანი, ივან შიშკანოვის შვილის მეგობარია.

ახალი ამბავი არავისთვის არ არის ის ფაქტი, რომ მდიდრების შვილების საყვარელი საქმიანობა ავტოსპორტი, ძვირადღირებული ავტომობილები და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა.
გამონაკლისი არც უმცროსი ონიანია, რომელსაც მისი ჰობი 2015 წელს საკმაოდ ძვირად დაუჯდა.

2015 წლის მარტში, ძვირადღირებული Mercedes S400-ით, ონიანი Volkswagen Touareg-ს და კიდევ ორ მანქანას დაეჯახა, შეჯახების შედეგად სამმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ბუბა ონიანთან ერთად მყოფი 18 წლის ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში თავის ტრავმის დიაგნოზით მოათავსეს.




prime-time.ge

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31