გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის მუნიციპალიტეტში აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

4-08-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების აწყურისა და ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო აწყურის ციხისა და საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისად მას ტურისტული დატვირთვაც ექნება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივებთან ერთად, ვიზიტორებიც ისარგებლებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 409 998 ლარით დაფინანსდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930