გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურნავა: გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ე.წ. სოციალური ავიარეისის დანიშვნა იგეგმება

5-08-2020

მთავრობა გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მიზნით წამსვლელი ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ ერთ ე.წ. სოციალურ ავიარეისს გეგმავს. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კერძოდ, ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ ავიარეისით ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით გერმანიაში მოკლე ვადით არიან დასაქმებულები და აქვთ სამუშაო მიწვევა.

„როგორც კი შემოვიდა მთავრობაში საკითხი, რომ ქართველი სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით არიან მოკლე ვადით დასაქმებული გერმანიაში და აქვთ სამუშაო მიწვევა, რომ რამდენიმე თვე იქ იმუშაონ და შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან სწავლის გასაგრძელებლად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად, მათთვის ე.წ. სოციალური რეისი დავაორგანიზეთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ არის მსურველთა ჯგუფი, ვისაც აქვს სამუშაო მიწვევა გერმანიიდან და ჩვენ ვმუშაობთ, რომ შემდგომი რეისიც უახლოეს პერიოდში დავაორგანიზოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა სტუდენტებს კვლავ დაეხმარება, რომ შედარებით შეღავათიან, სუბსიდირბულ ფასად გაემგზავრონ გერმანიაში და შეძლონ თავისი უფლებით სარგებლობა, რასაც ნიშნავს მოკლევადიანი დასაქმება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31