გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შუახევში X-XI საუკუნის ქვევრი იპოვეს

6-04-2018

შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში მიწაში ორი ქვევრი იპოვეს. თიხის ჭურჭელი, სახლთან ახლოს, მიწის ნაკვეთში, საგაზაფხულო სამუშაოების დროს შალვა გოგიტიძემ აღმოაჩინა. ინფრომაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. 

გოგიტიძე ამბობს, რომ ეზოში ღვინის ჭურჭელი ადრეც იპოვა.

არქეოლოგი შოთა მამულაძე ამტკიცებენ, რომ ქვევრი, პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, მეათე- მეთერთმეტე საუკუნეებით თარიღდება.

სოფელი ქიძინიძეები ისტორიული სოფელია. აქ წლების განმავლობაში აღმოჩენილი ქვევრები მოწმობს, რომ აქ მევენახეობას საუკუნეების განმავლობაში ეწეოდნენ. სოფელში ორი რელიგიის მიმდევრები, ქრისტიანები და მუსლიმები ცხოვრობენ



imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31