გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

8-08-2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხასა და აბაშაში 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გმირი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკო.

"დღეს პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს და ასეთი, სამწუხაროდ ქვეყანაში ძალიან ბევრია. პირველ რიგში აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა, ძალიან მძიმე შედეგები დაუტოვა ჩვენს ქვეყანას, ეს არის მსხვერპლი, იძულებით გადაადგილებულთა დიდი ნაკადი, ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ისევ მიმდინარეობს მისი ანექსია. ასევე მიმდინარეობს ქართული ტოპონიმების უცხო ტოპონიმებით ჩანაცვლება. ეს არის ის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ის მავთულხლართები, რომელსაც ავლებენ ჩვენს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ისტორიაში ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს მოქნილი და ფრთხილი პოლიტიკის წარმოებისა, თუმცა ეს იქნა იგნორირებული და მივიღეთ სწორედ ის მძიმე შედეგები, რაც არის დღეს",- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება მიყვება პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მოუტანს სასურველ შედეგებს.

"პირველ რიგში, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკა და არასოდეს არ შევეგუებით ოკუპაციას, არც ანექსიას. ჩვენი პოლიტიკის შედეგად აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს, საქართველოს სრულ გაერთიანებას და დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს მოვლენებს სულ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამოქალაქო პირები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031