გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში 2008 წლის აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

8-08-2020

კასპის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებმა გვირგვინებით შეამკეს ქალაქის ცენტრში მდებარე ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

მამა გიორგიმ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ომმა 400 ადამაინის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის კასპიდან სამი ადამიანი დაიღუპა - გელა თიგიშვილი და სოსო ბეჟუაშვილი ბრძოლის ველზე ხოლო კასპის დაბომბვისას რკინიგზის მეისრე მურაზ მერებაშვილი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილ მებრძოლებთან ერთად სოფელ აღაიანში სოსო ბეჟუაშვილის და სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის საფლავებს მათი ხსოვნის პივსაცემად ეწვივნენ.

თითოეული ჩვენთაგანის ვალია მათ ხსოვნას გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობებს მათი გმირობის ეპიზოდები ყოველთვის გადავცეთ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930