გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში ლოკოკინების ფერმა გაიხსნება

10-08-2020

საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის წახალისებას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბაშაში 1 ჰა ტერიტორიის ფართობზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება. პროექტს შპს „აისბერგი“ ახორციელებს. ფერმის ამოქმედების შემდეგ ფერმაში წელიწადში 7 ტონამდე ლოკოკინას მოყვანა იქნება შესაძლებელი. ლოკოკინას გამოყენება მოხდება როგორც სამკურნალო მიზნებისათვის, ასევე დელიკატესის სახით და ის ექსპორტზე იტალიაში გავა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებულიდა რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტიძალიან საინტერესოა იმით, რომ კომპანია წარმოებული პროდუქციის, ამ შემთხვევაში ლოკოკინის, საერთაშორისო ექსპორტზე გატანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031