გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნება" ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს

10-08-2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

11 აგვისტოს, 14:00 საათზე, მმართველი პარტია ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე , საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

ამავე დღეს, 16: 30 საათზე ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ყვარლის მოსახლეობას შეხვდებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031