გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდა, სადაც 70 ადამიანია დასაქმებული

15-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს მარნის მფლობელმა შალვა ხეცურიანმა უმასპინძლა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით ესაუბრა. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისთვის მეღვინეობა-მევენახეობის განვითარება პრიორიტეტულია და ხაზი გაუსვეს ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელობას.

ხეცურიანის ღვინის მარანი წელიწადში 120 000 ბოთლს ღვინოს აწარმოებს. ღვინო ექსპორტზე გადის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და რუსეთში. ხეცურიანის ღვინის მარანში 70 ადამიანია დასაქმებული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930