გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება იწყება

18-08-2020

დღეს, 15:00 საათზე საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკისა და დაწყებითი საფეხურის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება. შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge
შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ.

ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა ექნება 3 დღის განმავლობაში მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით.

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა. წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 12 000-მდე გამოსაცდელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031