გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში სამი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

24-08-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში სამი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოავლინეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბაკიბაკოსა და ჭერში. მოქალაქეებს, სახერხი საამქროები, საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

ვინაიდან სამივე სამართალდარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამისუწყებებში გადაიგზავნა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930