გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქალაქ ონში ფესტივალი ეთნო - ონი ჩატარდა

28-08-2020

ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, ფესტივალი ეთნო - ონი ჩატარდა. ფესტივალი დაფინანსებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის UNDP- ს მიერ, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" პროექტის ფარგლებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენლები სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები.

ფესტივალი გამოფენებით გაიხსნა. დღესასწაულის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის ღონისძიება:

რაჭული ფოლკლორის ზეიმი;

რაჭული სამზარეულოს დაგემოვნება;

ქართველი კალიგრაფების ჯგუფის გამოფენა დამთვალიერებეს საშუალება ქონდა ადგილზე ენახა შთამბეჭდავი ნამუშევრები და მონაწილეობა მიიღო რეწვის სახელოსნო "ედენას " საჩვენებელ სწავლებებში სხვადასხვა მიმართულებით.

მოეწყო ახლაგაზრდა ონელი მოქანდაკის ზაურ გამყრელიძის ნამუშევრების გამოფენა და ანსამბლ"ძირიანის" კონცერტი.

ფესტივალი ეთნო - ონი წელს პირველად ჩატარდა და ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამის UNDP- ს მიერ, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" პროექტის წარმომადგენლები ლილიანა მაისურაძე და ინგა მეტრეველი - გამყრელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31