გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური საინიციატივო ჯგუფ „შემახე ამნისტია“-ს სიცრუეში ადანაშაულებს

31-08-2020

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინიციატივო ჯგუფის „შემახე ამნისტია“ მიერ, ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელდა ვირუსული ინფექცია (იქვე დაკონკრეტებულია, რომ ეს არ არის კოვიდ-19).

„პენიტენციური სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არანაირი ინფექცია არ არის არც ერთ დაწესებულებაში გავრცელებული და არც პატიმრებს და არც მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ შეშფოთების საფუძველი.

აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში, კოვიდ-19-ის არც საეჭვო, და მით უმეტეს, დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის პატიმართა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031