გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილის და ივანიშვილის შედარება მკრეხელობის ტოლფასია! სააკაშვილი პოლიტიკოსია, ივანიშვილი - ბანდიტი!

1-09-2020

ოპოზიციის წარმომადგენლის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შედარებაც კი არ შეიძლება.
ეს განცხადება სანიკიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გააკეთა.


გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "თქვენ ერთხელ თქვით ფრაზა, რომ "ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად დათანხმებაზე სამი დღე გეხვეწებოდათ"... თქვენ შეხვდით მიხეილ სააკაშვილსაც, ისიც გეხვეწებოდათ რაიმეს?", - გუბაზ სანიკიძემ უპასუხა:


"არაფერი! საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სვე-ბედზე გვქონდა. არაფერი პიროვნული - მხოლოდ და მხოლოდ საზოგადო. სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შედარებაც არ შეიძლება რა... ეს არის ცა და დედამიწა რა... როგორ შეიძლება მათი შედარება... სააკაშვილი არის კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი კი ჩვეულებრივი ბანდიტია. ქვეყანას კრიმინალიტეტი მართავს, ვერ ხედავთ ქუჩებში რა ხდება?


ბიძინა ივანიშვილის არეალი კრიმინალური არეალია.


სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მათი შედარება ლამის მკრეხელობის ტოლფასია"-განაცხადა სანიკიძემ.


ცნობისთვის: გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილს, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ქვეყნის პირველი პირი გახლდათ, "ნაძირალად", "მანიაკად", "მტარვალად", "ავადმყოფად", "მოღალატედ" და სხვა მსგავსი ეპითეტებით მოიხსენიებდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31