გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

1-09-2020

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 24 საათიან რეჟიმში 50-მდე სამაუწყებლო არხს დააკვირდება. მედიამონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. კომუნიკაციების კომისია მონიტორინგის ანგარიშებს პერიოდულად გამოაქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებას რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს წარუდგენს.

მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ასევე, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთებიც.

მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს.

https://comcom.ge/res/app/imgs/heart.svg

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31