გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მესტია-ლენჯერში დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება

2-09-2020

მესტია-ლენჯერში დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეზღუდვების სრულად მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია შედარებით დამძიმდა, მესტია-ლენჯერის რაიონში ჩვენ მოსალოდნელ ეპიდემიურ აფეთქებას გავართვით თავი და მართვა შევძელით ეფექტურად, ამიტომ, აქ რა თქმა უნდა, დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება, იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ახლა იმაზე, რომ ბათუმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლები დაიწყებენ დაბრუნებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031