გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: არჩევნები დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება

7-09-2020

არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია, შეთანხმებულია, როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი დათქმულ თარიღებში, დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება.

„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია, შეთანხმებულია, როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არანაირი პრობლემა, ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით, ხმის მიცემის პროცესს, არ ექნება. ყველაფერი დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031